პური - უბრალოდ გემრიელი თუ არსებობისთვის სავალდებულო?!
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საშუალოდ, ზრდასრული ადამიანი წლის მანძილზე 120 კილოგრამამდე პურს მიირთმევს. შესაძლოა ჩვენი დღიური რაციონი არც ისე მდიდარი იყოს საკვების მრავალფეროვნებით, მაგრამ პური მაინც შეუცვლელია. ჩვენ ვსაუზმობთ, ვსადილობთ, ვვახშმობთ და ისე მივირთმევთ დღეში 200-300 გრამ პურს რომ ვერც კი ვაცნობიერებთ.
პური იაფია, გემრიელი და დანაყრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, განსაკუთრებით კი მათთვის ვისი შემოსავალიც თვეში 150 ლარს არ აღემატება. 2012 წლის მონაცემებით საქართველოში ასეთი ადამიანების რიცხვმა 1.200 000 გადააჭარბა, თუმცა ეს ის საკითხია რომელსაც დღეს, აქ, არ განვიხილავთ.
რა არის პური? უბრალოდ გემრიელი თუ არსებობისთვის სავალდებულო? მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პური ის სავალდებულო პროდუქტია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს განურჩევლად ასაკისა. ის შეიცავს სახამებლის, როემლიც ხელს უწყობს ზრდას, დიდი რაოდენობით ცილებს , კალიუმსა და კალციუმს რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლების, კბილებისა და ფრჩხილებისთვის. პურi მდიდარია ბე ვიტამინის შემცველობით, რომელიც დიდ როლს თამაშობს უჯრედთა მეტაბოლიზმში ხოლო გლუტამინის მჟავა, რომელიც პურის გემოზეა პასუხისმგებელი დადებითად მოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე და აუმჯობესებს სწავლის უნარს.
ერთი შეხედვით პურში არაფერია მავნებელი, მაგრამ რამდენად ღებულობს მომხმარებელი იმას რასაც ელის?! როგორც სსიპ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ გევრდზეა ნათქვამი დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით თავად მეწარმეა ვალდებული გააკონტროლოს სურსათის ხარისხი და უვნებლობა.მხოლოდ ხარისხის დარღვევის შემდეგ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ოპერატიური რეაგირება, თუმცა დღემდე, მომხმარებლის მხრიდან ჯამრთელობის გაუარესების ფაქტის აღრიცხვა არ მომხდარა.
ტექნოლოგი ნანა მანიას თქმით აღნიშნული კანონი არ არის საკმარისი იმისათვის რომ მომხმარებელმა თავი დაცულად იგრძნოს.მისი თქმით ამ ერთი შეხედვით მარტივი საკვების დამზადებას დღეს განსაკუთრებული სპეციფიკა სჭირდება: ’’ იტალიაში ისეთი ლუდიც კი გამოიგონეს რომელსაც პურს წაუსვამ, საქართველოში კი ჯერ, პურის დამზადებაც დასახვეწია. ჯერ კიდევ არ არსებობს დიეტური პური, მანიას თქმით მუქი/რუხი ფერი მხოლოდ საღებავის დამსახურებაა და არა განსხვავებული შემცველობის. ჭრელი ლაქები კი პურზე ამის ნათელი დადასტურებაა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ,რაც უფრო მაღალია ფქვილის ხარისხი მით უფრო დაბალია პურის ბიოლოგიური ღირებულება.მართალია ის მეტად გემრიელია, მაგრამ ნაკლებად შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს.
როგორც ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და დიეტოლოგი პოლ ბრეგი იტყოდა, სხეულს ასაკი არ არ გააჩნია და თუ ადამიანი შეეცდება იკვებოს სწორად მის ორგანიზმს შესწევს უნარი იცხოვროს იმაზე მეტი ვიდრე წარმოუდგენია. ის არ იღებდა შაქარს და მარილს რადგანაც თვლიდა რომ ეს იყო უფერული შხამი, კაოსტიკური სოდა რომელსაც ზიანის გარადა არაფერი მოჰქონდ აადამიანის ორგანიზმისთვის. ის თითქმის არ ჭამდა პურს, რადგანაც მიჩნევდა რომ პური იყო საფუარი რომელშიც არსებული კალორიები გაცილებით მეტი იყო ვიდრე პურისგან მიღებული სარგებელი, ვიტამინები და მინერალები. ბრეგი 92 წლის გარდაიცვალა, რომ არა სერფინგი,და ის უიღბლო დღე ის ალბათ მეტსაც იცოცხლებდა.
რას იზამთ თქვენ, მიიღებთ პურს თუ არა, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ რომ ის თქვენი რაციონის აუცილებელი პროდუქტია , შეეცადეთ შეიძინოთ ისეთი პური , რომლის ზედაპირიც იქნება ელასტიური, ხრაკუნა, რომელსაც არ ექნება სუნი და არ ექნება შემოხვეული ცელოფანი J
